logo_geo
ანრი ოხანაშვილი: „ევროპულმა საქართველომ“ იძია, იძია, მაგრამ ვერ დაადგინა რაიმე ახალი!
- +

4 სექტემბერი. 2018. 23:02

 

 

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი უმრავლესობიდან ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნამ ფიასკო განიცადა და ობიექტურ დასკვნას უმრავლესობის დეპუტატები დადებენ. ამის შესახებ ოხანაშვილი facebook-ზე წერს.

 

„რაც „ევროპულმა საქართველომ“ დადო კომისიის მუშაობის ბოლოს:

 

ოთო კახიძე ვერ გამოვიდა ვანო მერაბიშვილის ადვოკატობიდან და მის დასაცავად ცდილობს, გამოიყენოს ამხელა ტრაგედიის გარშემო შექმნილი კომისიის ფორმატი.

 

დღევანდელ სხდომაზე „ევროპულმა საქართველომ“ თქვა, რომ წულუკიანის დანაშაული ყოფილა მისი განცხადება, რომ ბავშვებს მტკიცებულებების გარეშე ციხეში არ გაუშვებს.

 

„ევროპულმა საქართველომ“ იძია, იძია, მაგრამ ვერ დაადგინა რაიმე ახალი; ვერ დაადგინეს რომელიმე თანამდებობის პირის მხრიდან კონკრეტული განზრახი დანაშაულის ჩადენა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი, ვერანაირი მიზეზობრივი კავშირი, ამიტომ გადაწყვიტეს, ვინც კი კომისიაზე გამოკითხულა, ყველას კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.

 

დასკვნაში წერენ, რომ გახარია უნდა გადადგეს თურმე იმიტომ, რომ 4 დეკემბერს მან საზოგადოებას აცნობა სამძებრო ღონისძიებების შეწყვეტის შესახებ, მას შემდეგ რაც დააკავეს სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ., რომელიც მიმალვაში იყო და რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ სამართალდამცავები. მინისტრის ამ განცხადების შემდეგ, მხოლოდ დეკემბერში, 500-მდე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება ჩატარდა.

 

ფიასკო. ობიექტურ დასკვნას ჩვენ დავდებთ!“, – წერს ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში.

 

დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს განიხილავენ.

 

big_banner
არქივი