logo_geo
თეა წულუკიანი: სად არის მკვლელის გვარი, რომლის დასახელებასაც ჰპირდებოდით საზოგადოებას „ევროპული საქართველო?!“
- +

7 სექტემბერი. 2018. 22:54

 

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტის მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დასრულებას გამოეხმაურა და „ევროპულ საქართველოს“ მიმართა, რომ დაასახელოს, ვინ არის მკვლელი თუ მკვლელები, რომლის გამოვლინებასაც ისინი საზოგადოებას ჰპირდებოდნენ.

 

„როდესაც მივედი კომისიის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის, ახლა უკვე ევროპული საქართველოსგან დაკომპლექტებული ასეთი მჭერმეტყველება, როცა მე იქ ვიყავი ვერ ვნახე. მათ კითხვების კი არ ჰქონდათ ჩემთან მიმართებაში, გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის კითხვების დასმა არ ღირდა, იმიტომ რომ ღიად გადაიცემოდა ეს სხდომა და რეალურად კითხვა-პასუხის რეჟიმში თავს გაიპამპულებდნენ საზოგადოების წინაშე. შემიძლია ვთქვა, რომ ეს დასკვნა არის რეალურად საკუთარი თავის, ვგულისმობ "ნაციონალურ მოძრაობას" ევროპულ საქართველოდ წოდებულს. ამჟამად თავი გაიპამპულეს. ეს არის დასკვნა, რომელიც არ პასუხობს იმ მოლოდინს, რაც მათ შექმნეს საზოგადოებაში. ამიტომ მე მათ მივმართავ და ვეკითხები ამდენი საგამოძიებო "მოქმედებები", რომ ჩაგიტარებიათ დაასახელეთ, როგორც ამას ჰპირდებოდით საზოგადოებას მკვლელის გვარი. სად არის მკვლელის გვარი, რომლის დასახელებასაც ჰპირდებოდით საზოგადოებას "ევროპული საქართველო" "ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფი. რატომ ვერ დასვით კითხვები, როდესაც მე მოვედი სხდომაზე?!

 

მაშინ როდესაც სრულიად საზოგადოება მიზანმიმართულად შეგყავდათ შეცდომაში თითქოს წულუკიანის ბრალია ის, რომ გამოძიება მათივე გადასახედიდან ვერ მიდიოდა სწორად", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა მიმდინარე კვირაში დაასრულა. კომისიამ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებითაც, უმცირესობა ხორავას ქუჩის საქმეზე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამს.

 

აღნიშნულ დასკვნას კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე პლენარულ სხდომაზე წარადგენს, რომლის თაობაზეც უმრავლესობა დადგენილების პროექტის მომზადებას გეგმავს.

 

 

big_banner
არქივი