logo_geo
ნიკა მელია: მიდიან და ამვდროულად მაქსიმალურად ცდილობენ ზიანი მიაყენონ პარტიას
- +

10 იანვარი. 2017. 21:50


 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან" პარტიაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც მელია აცხადებს, „გიგა ბოკერიას გუნდმა მავნებლობას მოჰკიდა ხელი."

 

„ბოკერია როდესაც დარწმუნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" არ მოიძებნება იმდენი მხარდამჭერი დელეგატი, რომელიც მის წინადადებებს დაუჭერს მხარს და დარწმუნდა, რომ მომდევო 4 წლის განმავლობაში ის ვერ იქნებოდა პარტიის მართვის სადავეებთან, გადაწყვიტა პარტიის დატოვება. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ როდესაც ეს გუნდი პარტიას ტოვებს, მავნებლობას მოჰკიდეს ხელი, ხან საპარლამენტო სიიდან ამოიღეს პარტიის წევრები, ხან ცენტრალური ოფისიდან გაათავისუფლეს ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ მათი მხარდამჭერები და გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის მოხსნა უნდოდათ თანამდებობიდან. მიდიან და ამავდროულად მაქსიმალურად ცდილობენ ზიანი მიაყენონ პარტიას. გიგი უგულავას დღევანდელი განცხადებაც ამაზე მეტყველებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი