„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნინო კალანდაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ბოკერია-უგულავას ფრთა ენმ-ს 12 იანვარს დატოვებს.
კალანდაძის თქმით, პარტიიდან წასულ ადამიანებს პარტიულ ინფრასტრუქტურას არ გაუყოფენ.
„არაფერი არ გაიყოფა, ვინც მიდის, მიდის. პარტია არ იყოფა პარტიას ტოვებენ, მზითვებში კი არავის არაფერი არ მიაქვს", - აღნიშნა კალანდაძემ.