logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია
- +

12 სექტემბერი. 2018. 12:48

 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა ამ ქვეყნის მთლიანობა?! მე ამ ქვეყნის მთლიანობა მინდა და მინდა, რომ ამ ქვეყნის არც ერთმა პრეზიდენტმა არ დაბომბოს თავისი ტერიტორია და მოქალაქეები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, რუსეთმა ომი 1801 წლიდან დაიწყო.

 

„მე არაფერს ვამტკიცებ. მე ვამბობ, რომ ჩვენი სიტყვა უნდა ფასობდეს. ის, რომ რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი, ის, რომ რუსეთი არის საქართველოს აგრესორი, არის ის, რომელმაც დაიწყო ომი 1801 წლიდან, შემდგომ ყოველ ჯერზე, როცა შემოვიდა წითელი არმია, რის გამოც მე დავიბადე უცხოეთში, ეს თუ არ ვიცი, არაფერი მცოდნია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი