logo_geo
აკაკი ბობოხიძე: ჩემი მოლოდინია, რომ ვანო მერაბიშვილი ჩვენთან ერთად იქნება
- +

11 იანვარი. 2017. 11:32


 


 

„ვანო მერაბიშვილი ჩვენთან ერთად იქნება, ასეთია ჩემი პირადი მოლოდინი", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რომელიც უგულავა-ბოკერიას თანაგუნდელთა შორისაა.


ბობოხიძის ვარაუდით, მერაბიშვილი საკუთარ პოზიციას ან ყრილობამდე დააფიქსირებს ან ყრილობის დღეს გახდება ცნობილი.


„20 იანვრამდე ერთი კვირა დარჩა, რა დროსაც ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება თავის ადგილზე. მერაბიშვილისგან ველოდები იმას, რომ იქნება იქ, სადაც ვიყავით ჩვენ - ჩემი პირადი მოლოდინია, რომ ვანო მერაბიშვილი ჩვენთან ერთად იქნება", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" აკაკი ბობოხიძემ.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი