logo_geo
პეტრო პოროშენკომ რუსეთთან მეგობრობის შესახებ შეთანხმების შეწყვეტის განკარგულებას ხელი მოაწერა
- +

17 სექტემბერი. 2018. 14:34

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთთან მეგობრობის შესახებ შეთანხმების შეწყვეტის განკარგულებას ხელი მოაწერა.

 

უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის წარმომადგენლის ირინა ლუცენკოს განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის ნოტას რუსეთის ფედერაციას 30 სექტემბრამდე გაუგზავნის, რადას კი შესაბამის კანონპროექტს წარუდგენს. შეთანხმების გაწყვეტის გადაწყვეტილება საბოლოოდ სწორედ უკრაინის პარლამენტმა უნდა მიიღოს.

 

უკრაინამ და რუსეთმა მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორების შესახებ შეთანხმებას 1997 წლის 31 მაისს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ითვალისწინებს.

 

 

big_banner
არქივი