logo_geo
გუგული მაღრაძე: თუ მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ აუცილებელი არ არის ბოლი ამოდიოდეს
- +

18 სექტემბერი. 2018. 22:49

 

„თუკი მსა­ხი­­ბი სტა­ლი­ნის როლს თა­მა­შობს, და­­ჭერს ჩი­ბუხს, მაგ­რამ ამო­დი­­დეს ბოლი, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის“, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძემ “თამბაქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის იმ ნა­წილ­თან დაკავში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მსა­ხი­ო­ბის მიერ თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა დასაშვები ხდე­ბა სპექ­ტაკ­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, რე­ჟი­სო­რის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით.

თე­ატ­რის დროს, მხატ­ვრუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რის­თვის იმის ჩვე­ნე­ბა, რომ სი­გა­რე­ტი უჭი­რავს, საკმა­რი­სია და ბო­ლის გაშ­ვე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. რაც უნდა ის და­­ჭი­როს, მაგ­რამ ზიანი სხვას არ უნდა მი­­ყე­ნოს. თუკი მსა­ხი­­ბი სტა­ლი­ნის როლს თა­მა­შობს, და­­ჭერს ჩიბუხს, მაგ­რამ ამო­დი­­დეს ბოლი, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ მხატვრულ-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გან­ზრახ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის. ასე­ვე უკან და­ხე­ვაა, სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დაშ­ვე­ბუ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სი და ამ ნა­წილ­ში კა­ნონპ­რო­ექ­ტის­თვის მხა­რის და­ჭე­რა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძემ.

 

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტეტ­მა დღეს გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე მხა­რი და­უ­ჭი­რა ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის კუ­თხით და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბი, აკ­რძალ­ვე­ბი და სან­ქცი­ე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად მსუ­ბუქ­დე­ბა.

 

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით “თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­სა და „ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სამართლდარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი კო­მი­ტე­ტის წევ­რებს აკა­კი ზო­ი­ძემ გა­აც­ნო. რო­გორც დე­პუ­ტატ­მა გან­მარ­ტა, თამ­ბა­ქოს­თან და­კავ­ში­რე­ბით მიღებულ­მა აკ­რძალ­ვებ­მა და რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა პრაქ­ტი­კა­ში, აღ­სრუ­ლე­ბის კუ­თხით გარკვეული ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, რა­მაც კა­ნო­ნებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა წარმოშ­ვა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი