logo_geo
გედევან ფოფხაძე: „პატრიოტებში“ ყოფნა რომ მდომოდა, მაინცდამაინც ფრაქცია უნდა დაშლოდათ, რომ მათთან მივსულიყავი?
- +

19 სექტემბერი. 2018. 13:28

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე „საქართველოს პატრიოტების“ შეთავაზების მიღებას მათ ფრაქციაში გადასვლის თაობაზე, არ აპირებს.

 

როგორც ფოფხაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“ გადასვლის საკითხზე საუბარი არასწორი და არასერიოზულია.

 

„საქართველოს პატრიოტების“ ფრაქციაში ყოფნა რომ მდომოდა, მაინცდამაინც ფრაქცია უნდა დაშლოდათ, რომ მათთან მივსულიყავი?! ამას თავად ჩავთვლიდი საჭიროდ და მივიდოდი. ამაზე საუბარი არასწორია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გედევან ფოფხაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ნატო ჩხეიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ტოვებს, რის გამოც ამ ფრაქციას დაშლა ემუქრება.

 

„არ არის გამორიცხული, ჩვენს ფრაქციაში გადმოსვლა გედევან ფოფხაძეს შევთავაზოთ - თუ მას ბრძოლა უნდა, არ ინანებს“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი