logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ვაშაძეს დღეს რისი იმედი აქვს, გაუგებარია...
- +

20 სექტემბერი. 2018. 11:45

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მათი მხარდამჭერების სიები თავად გააყალბა.

 

„ორი დღეა ვხედავთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არის დაკავებული სტრატეგიული წაყრუებით, რეალურად, ცესკო-ში მათ მიერ მიტანილ სიებში არის გაყალბებული ხელმოწერები, რაც არის სერიოზული დარღვევა, ამაზე დაწყებულია გამოძიება. ცესკო-მაც გააკეთა განცხადება და მათ მოუწევთ განმარტების გაკეთება. უნდა უპასუხონ მთელ საზოგადოებას, რატომ ვერ მოახერხეს 30 000 ხელმოწერის შეგროვება; რას ნიშნავს, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ არის მთავარი ოპოზიციური ძალა, ხელმოწერების მინიმალურ რაოდენობაშიც კი გაყალბებით და ასეთი მაქინაციებით აგროვებს?! ვფიქრობ, ამაზე სერიოზული რეაგირებაა საჭირო და ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ახსნა-განმარტებას. თავის მართლება არ უშველით და გასცენ კითხვას პასუხი, რატომ გააყალბებს სიები? თუ ისინი 30 000 ხელმოწერის შეგროვებას ვერ ახერხებენ, როგორ აპირებენ არჩევნებში გამარჯვებას, როგორც ამას ამბობენ? ასევე მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ერთი წლის წინ გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში იყო მერობის კანდიდატი და გიორგი ჭიღვარიამ მოუგო არჩევნები. დღეს რისი იმედი აქვს, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატთან არის კონკურენციაში, გაუგებარია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი