logo_geo
ზაზა პაპუაშვილი „ევროპულ საქართველოს“ : რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ ცინიკოსები და უტიფრები ხართ!
- +

21 სექტემბერი. 2018. 02:06

 

 

უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა უმცირესობის წევრ გიგა ბოკერიას მიმართა და იდიოტი უწოდა.

 

„რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ ცინიკოსებიც ხართ, უზრდელებიც ხართ და უტიფრებიც ხართ" - ასე მიმართა პაპუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას.

 

„წულუკიანი გყავდათ იქ დაკითხვაზე და ორი წუთის მეტი"... - ამ ფრაზის დასრულების საშუალება არ მისცეს პაპაუშვილს, რის საპასუხოდაც მან „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ასე მიმართა:

 

„ჯერ ერთი ან რა მორალური უფლება გაქვთ, მანდ რომ ზიხართ და ლაპარაკობთ რაღაცეებს, ან კომისიის წევრობა რად გინდათ და ეგ ხელმძღვანელობა, წარმოდგენა არ გაქვთ“ - განაცხადა პაპუაშვილმა და გიგა ბოკერიას რეპლიკაზე ასე მიმართა: „ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო, ხმას დაუწიე ბიჭო! იდიოტო".

 

 

 

big_banner
არქივი