logo_geo
ირმა ინაშვილი გიგა ბოკერიას: კარგად დამაკვირდით, გესიზმრებით უკვე ისე ხართ აკანკალებული
- +

21 სექტემბერი. 2018. 16:21

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობის მორალური უფლება არ ჰქონდა. როგორც მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, აქედან გამომდინარე, ეს სიტუაცია „მარაზმია“.

 

„მკვლელობის საქმეს რომ იძიებდეს კონკრეტული პირი, უნდა ჰქონდეს მას თუ არა ამ მკვლელობის გამოძიების მორალური უფლება? იგივე ბატონ ბოკერიას, ცალი თვალით, რომ მიყურებს... კარგად დამაკვირდით, გესიზმრებით უკვე ისე ხართ აკანკალებული, გააგრძელეთ ეს კანკალი, რადგან 280 000-ზე მეტი ხელმოწერაა უკვე შეგროვებული თქვენზე საქმის აღძვრის და დაპატიმრების მოთხოვნით - სულ ტყუილად იღიმებით.

 

ასეთი კომისია როდესაც იქმნება, მორალური უფლება უნდა ჰქონდეს იმ ხალხს, ვინც უმრავლესობაშია, რომ გამოძიება წაიყვანოს“, - განაცხადა ინაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი