logo_geo
როუზ გოტემოლერი: NATO-საქართველოს ურთიერთობა ყოველდღიურად ვითარდება...
- +

21 სექტემბერი. 2018. 21:38

 

 

NATO-საქართველოს ურთიერთობა ყოველდღიურად მყარდება და ვითარდება“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემოლერმა პირველ არხთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ჩატარდა, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს საინტერესო საკითხებზე და მიხვდნენ, რომ ტემპის შესანარჩუნებლად NATO-საქართველოს კომისია თავდაცვის მინისტრების დონეზე უნდა დაგეგმილიყო.

 

„ბრიუსელში NATO-ს სამიტზე NATO-საქართველოს კომისია მთავრობის მეთაურებისა და პრეზიდენტების დონეზე ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ. სექტემბრის დასაწყისში პარტნიორებთან პირველივე შეხვედრა საქართველოზე ელჩების დონეზე საუბრით გავხსენით, ვუმასპინძლეთ სახელმწიფო მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომლებმაც სრულყოფილი სურათი წარმოადგინეს და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდეს ყველა იმ საკითხებზე, რომლებზეც NATO-ში ინტერესი იყო და მივხვდით, რომ ტემპის შესანარჩუნებლად NATO-საქართველოს კომისია თავდაცვის მინისტრების დონეზე უნდა დაგვეგეგმა.

 

ეს მიუთითებს იმ ურთიერთობაზე, რომელიც NATO-სა და საქართველოს შორის არსებობს. ეს ურთიერთობა ყოველდღიურად მყარდება და ვითარდება. ეს არის ძლიერი და მყარი თანამშრომლობა. ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან ბევრ საკითხზე, ვიმსჯელებთ რეფორმებზე, საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ წინაშეა. ვისაუბრებთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რაც NATO-სა და საქართველოსთვისაც პრიორიტეტულია. ჯერ იყო 2008 წელი, შემდეგ 2014 წელი, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და რასაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გაზრდა რეგიონში.

 

ყირიმის ანექსიას დაუკავშირდა საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ძალების რაოდენობის გაზარდა და გაიზარდა საფრთხეც. ეს NATO-სთვის შეშფოთების საგნად იქცა. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველა მიმართულებით. საქართველო აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ დისკუსიაში. მადლობა გვინდა გითხრათ თანამშრომლობისთვის.

 

გაიზარდა NATO-ს გემების შემოსვლა რეგიონში, ჩატარდა NATO-ს წვრთნები. 2019 წელს დაგეგმილია ალიანსის წვრთნები შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. NATO-სა და საქართველოს თანამშრომლობა მჭიდროა და ცალკე აღნიშვნის ღირსია. NATO-ს ყველა ქმედება და გეგმა არის შესაბამისობაში ჩვენს მიზანთან. ყველა ნაბიჯი არის თავდაცვითი. ველოდებით საქართველოს ოქტომბრის პირველ კვირაში NATO-ში. გველის საინტერესო NATO- საქართველოს კომისიის სხდომა“, – განაცხადა როუზ გოტემოლერმა.

 

 

big_banner
არქივი