logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ჩემს შესახებ უცხოურ პრესაში საზიზღრობები იბეჭდება
- +

22 სექტემბერი. 2018. 18:04

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უცხოურ პრესაში მის შესახებ „საზიზღრობებს წერენ“. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ზუგდიდში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„უცხოურ პრესაში იბეჭდება საზიზღრობები ჩემს შესახებ, ვითომ ამით ჩემ დისკრედიტაციას მოახდენენ იმ ადამიანებთან, რომლებიც დაახლოებით 60 წელია მიცნობენ.

 

სასაცილოა, მაგრამ ამით ჩემ დისკრედიტაციას ნაკლებად, მაგრამ საქართველოს დისკრედიტაციას ეწევიან. ვითომ ეს ქვეყანა დღეს მიდის რუსეთისკენ. ეს არის ის, რაც წერია - შეიძლება ყველას არ გაქვთ წვდომა ამ პრესაზე, რომელიც იბეჭდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი