logo_geo
მამუკა ბახტაძე: საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მივიღეთ ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერა
- +

22 სექტემბერი. 2018. 22:39

 

„ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს იმ სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებითაც, რომელიც გაჟღერდა რამდენიმე თვის წინ. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მიიღო ქვეყანამ ორპარტიული მხარდაჭერა.  

 

„საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, გადაწყვეტილებებში მონაწილე უწყებების მხრიდან კონსესუსის მიღწევა აშშ-ში.  საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მივიღეთ ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერა.  შესაბამისად, ჩვენი პოზიციები აშშ-ში არის ძალიან მტკიცე და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, მათ შორის იმ პოლიტიკაშიც, რომელსაც რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ვახორციელებთ. ჩვენ გავაჟღერეთ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები და ჩვენი მეგობრების სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ მიმართულებით. სწორედ ეს იყო ამავე დროს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ  ჩვენ ვართ მოხარულები იმ პირდაპირი დიალოგისა, რომელსაც აწარმოებს პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, ვინაიდან, ჩვენი დასავლელი მეგობრები იყენებენ თავიანთ ხელთ არსებულ ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტს, მათ შორის, პრინციპულ დიალოგს იმ პრინციპულ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის და ამ პრინციპულ საკითხთა ჩამონათვალში არის საქართველოს ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

 

 

 

big_banner
არქივი