logo_geo
გოგა ხაინდრავა: არ გრცხვენიათ?!
- +

25 სექტემბერი. 2018. 15:14

 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე საქართველოში რუსული პოლიტიკის გამტარებლები არიან.

 

მისივე თქმით, სწორედ ვაშაძის ხელით, სააკაშვილი ცდილობს, საქართველოში დესტაბილიზაცია შექმნას.

 

„მე სახელმწიფო მინისტრი ვიყავი 2 წელი და 8 თვე. რომ გავიცინებდი ცუდად, იმასაც კი ევროდამკვირვებლები, რომლებიც სააკაშვილის ნამოქმედარის გამო გამოყარეს იქიდან, მაშინ მთელი ცხინვალის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა სადამკვირვებლო მისია და უფლება ჰქონდათ, ყველაფერი დაეწერათ და გადაეცათ თავის შტაბ-ბინისთვის და ეს შტაბ-ბინაა ზუსტად, რომელიც შემდეგ ჰააგაშიც, სტრასბურგშიც, ვენაში და ყველგან დებს საბუთებს, სადაც წერია, რა მოხდა სინამდვილეში. სალომემ, მე და ჟიჟილაშვილმა რა ვილაპარაკეთ ეთერში, ეს კი არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ოფიციალური დოკუმენტაცია. საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ოფიციალური, დადასტურებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ბოკერიას მიერ, რომ ეს ესე იყო, ეგ თქვა სალომემ და იმაზე ბევრად უფრო ნაკლები თქვა, ვიდრე აქ წერია, ვიდრე წერია ტალიავინის დასკვნაში, ვიდრე წერია იმ სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებში, რომელიც ყოველ საათში იგზავნებოდა იქ, ვინ ისროლა, რამდენი ტყვია გავარდა, საიდან გავარდა და ასე შემდეგ. ამიტომ, ამ სიცრუეში ნუ მონაწილეობთ, სირცხვილია, შვილები გყავთ, პასუხისმგებლობა გაქვთ ამ ქვეყნის წინაშე, ნუ შეგყავთ მედიას შეცდომაში ქართველი საზოგადოება. იმ ტელევიზიების სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, სალომე მოღალატეს რომ წერთ, არ გრცხვენიათ? ახლა გეტყვით, ვინ არის მოღალატე და როგორ არის მოღალატე. ყველას გეკითხებით - მედიასაც, მსმენელსაც და მკითხველსაც - დამისახელეთ რომელიმე თქვენგანმა ერთი ქვეყანა მაინც, რუსეთის გარდა, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია აინტერესებს. და მერე გეკითხებით, დამისახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, რომელსაც დესტაბილიზაცია აინტერესებს უკრაინაში, რუსეთის გარდა? არის ეგეთი ქვეყანა მეორე? - არ არის! მიხეილ სააკაშვილი საქართველოშიც და უკრაინაშიც დესტაბილიზაციის წყაროა. მაგისთვის არის გამოყენებული და სხვა არაფრისთვის. მას სხვა არანაირი ფუნქცია არ გააჩნია გარდა იმისა, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ყველანაირი მცდელობა ჰქონდა და ამას ვუყურებდით ჩვენ უკრაინაში და ახლა ცდილობს, რომ ეს გააკეთოს საქართველოში. ვისი ხელით ცდილობს ამას? - გრიგოლ ვაშაძის ხელით. ერთიც და მეორეც კგბ-ს სამჭედლოში გაზრდილები არიან. ჩემი თაობის ხალხია, სააკაშვილი ცოტა პატარაა. საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვის დიპლომატიური აკადემია და დიპლომატიური აკადემია იყო უშიშროების სამჭედლო, იქ არავინ სხვა, გარდა იმ დაწესებულების თანამშრომლებისა, არ სწავლობდნენ და იქიდან არ გამოდიოდნენ. რუსული დიპლომატია არის უშიშროების დიპლომატია, მსოფლიოში რუსეთის დიპლომატიური მისიების არცერთი თანამშრომელი  არა თანამშრომელი კგბ-სი არ არის. ეს შეუძლებელია, რადგან იქ სკოლა აქვთ გავლილი“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი