logo_geo
მამუკა ბახტაძე: ზაზა ოქუაშვილის განცხადება ანეკდოტების სიაში შევა
- +

1 ოქტომბერი. 2018. 12:35

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებას ღიმილის მომგვრელს უწოდებს.

 

„ჩემი რეაქცია არის ძალიან მარტივი, აღნიშნული განცხადება შევა  ანეკდოტების სიაში, რომელსაც ჩვენ არაერთხელ შევხვედრილვართ, რომ ორსართულიანი მატარებელი გვირაბში ვერ გაეტევა, კახი კალაძე ვერტმფრენით გაფრინდა ყაზახეთში. ასეთი ტიპის განცხადებაა ესეც. ანეკდოტურია, ღიმილის მომგვრელია.  ბიძინა ივანიშვილი ფულს სთხოვს მეწარმეს, რომ გადაიხადოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

რაც შეეხება ლევან ყიფიანთან დაკავშირებულ საკითხს, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ჩანაწერების საკითხს პროკურატურა იძიებს.

 

„პროკურატურა იძიებს ამ ჩანაწერებს. თუ მოქალაქე ლევან ყიფიანს აქვს დამატებითი ინფორმაცია, მას შეუძლია, მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს. საქართველოში არ არსებობენ ხელშეუხებელი პიროვნებები, არსებობს კანონის უზენაესობა, არსებობს სასამართლო, ქართული საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს შეაფასებს და ეს კითხვა ლევან ყიფიანს უნდა დაუსვათ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

big_banner
არქივი