logo_geo
მაია ცქიტიშვილი: იმ სერიალებიდან, რომელსაც ვისმენთ...
- +

1 ოქტომბერი. 2018. 13:30

 

 

„იმ სერიალებიდან, რომელსაც ვისმენთ, მე პირადად ვერ ვხედავ ვერც ბიძინა ივანიშვილის და ვერც ბევრი დასახელებული ადამიანის პროკურატურაში დაბარების საფუძველს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პროკურატურა იღებს გადაწყვეტილებას, ვინ დაიბაროს და ვინ - არა.

 

„მრჩება კითხვა, რატომ დაუგროვდა ამდენი დავალიანება? როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ამხელა დავალიანება აქვს. ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში მოვისმინეთ ის პროცესი, რომელიც იყო. პირველ რიგში დარწმუნებული ვარ, რომ გადავადებები, რომელიც გაკეთდა საწყის ეტაპზე, იყო მიმართული იმისკენ, რომ კომპანია და ადგილობრივი წარმოება დამდგარიყო ფეხზე. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს რეალობა, როდესაც „ომეგა ჯგუფს“ 50 მილიონის დავალიანება აქვს დაგროვილი. ეს არის ის თანხა, რომლითაც უნდა დაფინანსდეს როგორც ჩვენი სოციალური პროექტები, ისე ჯანდაცვის პროექტები, პენსიონერები, მასწავლებლები და ა.შ. ვერც ერთი ფანტაზია, ვერც ერთი ჩანაწერი ვერ გახდება მიზეზი, რატომაც კომპანიამ არ უნდა გადაიხადოს გადასახადები. ნამდვილად, საქმე გვაქვს გადასახადებისგან თავის არიდებასთან. პროკურატურა იღებს გადაწყვეტილებას, ვინ დაიბაროს და ვინ - არა. არაფერი ინდულგენცია, არავითარი წრე იმ პირების, რომლის დაბარება არის ან არ არის შესაძლებელი, არ არსებობს. შესაბამისად, პროკურატურა თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ ვინმე ჰყავს დასაბარებელი, დაიბარებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი