logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: უნდათ, ხორავას ქუჩის საქმე გირვლიანის მკვლელობის იდენტური გახადონ
- +

1 ოქტომბერი. 2018. 15:42

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ოპონენტები ცდილობენ, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ტრაგედია გირგვლიანის მკვლელობის იდენტური გახადონ.

 

როგორც მმართველ გუნდთან შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, დღევანდელ ხელისუფლებას გადააბრალოს ის, რასაც თვითონ აკეთებდა.

 

„გახსოვთ გირგვლიანის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები, უნდათ იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა.

 

საზოგადოებისთვის იყო დიდი ტრავმა და დიდი სტრესი და ცდილობენ ამასაც, იმის ჩამდენი ხალხი, რასაც თვითონ აკეთებდნენ, ბავშვების ჩხუბი უნდათ რომ მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და იდენტური უნდათ გახადონ გირგვლიანის მკვლელობის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი