logo_geo
გიორგი ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება, რომ...
- +

2 ოქტომბერი. 2018. 13:12

 

„სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი და მძლავრი კავშირები განავითაროს საქართველოს რეგიონებს შორის“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„ეს არ ეხება მხოლოდ თბილისს. ეს ეხება აღმოსავლეთს, დასავლეთს, სამხრეთ და ჩრდილოეთ საქართველოს რეგიონებს. ჩვენ უფრო კარგად და სიღრმისეულად უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს და ზუსტად იმ სიყვარულით უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები, რა სიყვარულიც გვასწავლეს ჩვენმა მშობლებმა ერთმანეთის მიმართ. ამ სიყვარულით მოდის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამავე სიყვარულით უნდა დახვდეს ნინოწმინდის და ახალქალაქის მოსახლეობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

big_banner
არქივი