logo_geo
მიხეილ სააკაშვილი კობა ნაყოფიას: ბომბი ინფორმაციაა...
- +

12 იანვარი. 2017. 23:45



უკრაინული wikileaks-ი კობა ნაყოფიას და მიხეილ სააკაშვილის  სკანდალურ ჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერში სააკაშვილი ნაყოფიას „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ესაუბრება:



„მიხეილ სააკაშვილი : დალევ რამეს?

 

კობა ნაყოფია : მე ჩაის დავლევ, დღეს რამდენიმე შეხვედრა მაქვს... და თქვენ მიირთვით.

 

მიხეილ სააკაშვილი : კარგი როგორც გინდა. ძაან სერიოზული რაღაცეები ხდება იქით, საინტერესო მასალები მივიღე.

 

კობა ნაყოფია : საქართველოდან?

 

მიხეილ სააკაშვილი : ხოო. ხერხეულიძემ ჩამომიტანა, ხათუნა ოჩიაურს გამოუტანებია. მაგის დას ჩავარდნია ჩერგოიდების ჩატის მიმოწერები.

 

კობა ნაყოფია : კარგიაა, რამე ახალია?

 

მიხეილ სააკაშვილი : დახურული ჯგუფის მიმოწერაა, ბომბი ინფორმაციაა, მაგ უმადური იდიოტების გეგმებია, ერთ ამბავში არიან, გადაბირებაზე მუშაობენ. არ ვაპატიებ ჩემზე რასაც წერენ, გავყრი სუყველას. ჩემთან რომ მოხვალ მერე წაგაკითხებ.

 

კობა ნაყოფია : მაგათი „დედა მო ... ან". ჩემი აზრით, ჩვენ უნდა დავასწროთ. თუმცა ამათ არ უნდა ავყვეთ და ისე გავაკეთოთ რომ არ დავზარალდეთ და თან გონზე მოვიყვანოთ. ჩანს ყველას პოზიცია?

 

მიხეილ სააკაშვილი : ხო. მოდი და განახებ. ცოტა ხანში კიდე მოგაწვდითო."


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი