logo_geo
ბექა ოდიშარია: არ გვეკადრება, მაგრამ ყოველდღიურად ვისმენთ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ცილისწამებას!
- +

5 ოქტომბერი. 2018. 01:12

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას გამოსვლა საგარეჯოში ამომრჩეველთან შეხვედრაზე, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში:

 

„კიდევ ერთხელ არის თქვენს ხელში ამ ქვეყნის ბედი. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება“ გადავიდა ძალიან აქტიური მხარდაჭერის კამპანიაზე, რადგან შეთავაზებული ევროპული ტიპის კამპანია, რომელიც ეკადრება ჩვენს ქვეყანას და რომელიც ეკადრება სახელმწიფო მეთაურის პოსტს, არ იქნა გაზიარებული და ჩემი აზრით, უპრეცენდენტოდ, ბინძური, შეუფერებელი ტაქტიკა იქნა შერჩეული. ჩვენ ეს არ გვეკადრება, მაგრამ ყოველდღიურად ვისმენთ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ცილისწამებას. ამიტომაც, გესმით მაღალი ტრიბუნიდან, პარლამენტის თავმჯდომარისგან, პარტიის სხვა ლიდერებისგან მკვეთრი განცხადებები, არ შეიძლება ვეფეროთ ადამიანებს, რომელთაც არ ესმით, რას ნიშნავს ევროპულობა, ევროპული სტანდარტები. შესაძლებელია, ეს არის უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ჩვენ პირდაპირ ვირჩევთ მაღალი ლეგიტიმაციის პირს, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული ზეპარტიულობაზე, შიგნით უნდა იყოს არბიტრი, გარეთ კი უნდა იყოს დიპლომატიური ფარი და ხმალი. ასეთი კანდიდატის შერჩევა არც თუ ისე ადვილია. თუმცა, ასეთი არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და სწორედ ამიტომ „ქართული ოცნება“ უჭერს მას მხარს”, - განაცხადა ოდიშარიამ.

big_banner
არქივი