logo_geo
რა თანხა გადაუხადა სააკაშვილმა ელისო კილაძეს?
- +

13 იანვარი. 2017. 02:51



უკრაინული wikileaks-ი კობა ნაყოფიას და მიხეილ სააკაშვილის  სკანდალურ ჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერში  ნაყოფია სააკაშვილს ელისო კილაძესთან დაკავშირებით ესაუბრება და აღნიშნავს, რომ „4000 დოლარი გადაუხადა".


 

„კობა ნაყოფია : დღეს საღამოს იმათ უნდა შევხვდე ბინის ამბებზე და შეხვედრის მერე პირდაპირ თქვენთან მოვალ. ცხრისთვის ხომ იქნებით?

 

მიხეილ სააკაშვილი : 10-სთვის მოდი, თან იმ ბინის დეტალებიც გეცოდინება.... თევზი დავამატებინოთ.

 

კობა ნაყოფია : ახლავე ვეტყვი.... რა უნდა მეთქვა, როგორც მითხარით მივეცი ელისოს 4 000 დოლარი. მადლობა შემოგითვალათ, შემართებითაა და შევუტევო ძაანო. როგორც ვუყურებ ეგ იმენნა ჩვენიანია.

 

მიხეილ სააკაშვილი : ბინძური ქალია, მაგრამ ყოჩაღია, ჩვენ საქმეს კარგად აკეთებს. მაგარ რაღაცეებს აძრობს ხოლმე. ეს ბოკერიას კუდები და ჩერგოიდები ბოლომდე უნდა გავაბანძებინო. ეხლა მაგათზე მუშაობს."


 

big_banner
არქივი