logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: არ ვაპირებ ვალის პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ
- +

9 ოქტომბერი. 2018. 14:39

 

 

„არ ვაპირებ ვალის პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ბანკი „ქართუდან“ სესხის აღების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

 

„არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ. დამოუკიდებელი ვარ, ბანკი „ქართუ“ დამოუკიდებელია და სესხი ჩემით ავიღე. ამ სესხის პროცენტებსაც არ გადავიხდი, რადგან მივიღებ ბევრად მეტს, ვიდრე ის 10 პროცენტი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი