logo_geo
გიორგი ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილმა იცის, როგორ გააერთიანოს პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებული ადამიანები
- +

10 ოქტომბერი. 2018. 13:52

 

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, იცის, თუ როგორ შეინარჩუნოს და როგორ გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც დღეს გარკვეული პოლიტიკური ნიშნით არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მარნეულში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა და საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

„თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ ორ მოცემულობას შორის - დესტაბილიზაცია თუ სტაბილურობა. ჩვენი შვილების მომავალი თუ ჩვენი შვილების ცხოვრება არეულ ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი იმ ორ ძალას შორის, რომელიც დღეს საქართველოში ერთმანეთს უპირისპირდება მთავარი პრინციპის გამო - ეს არის ადამიანის უფლებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მარნეულის რაიონის, ისევე, როგორც მთელი რეგიონის მოსახლეობა, ძალიან სიღრმისეულად გაანალიზებს შექმნილ ვითარებას არამარტო საქართველოში, არამედ საერთოდ რეგიონში და მსოფლიოში და მიხვდება, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი. ერთად საქართველოსთვის - ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი