logo_geo
ანრი ოხანაშვილი: სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია, მოუსმინოს თითოეულ თქვენგანს
- +

12 ოქტომბერი. 2018. 15:18

 

„სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია, მოუსმინოს თითოეულ თქვენგანს, გულთან მიიტანოს თითოეული თქვენგანის სატკივარი, იყოს პრინციპული და ამავდროულად, სამართლიანი თქვენთვის საჭირო ყველა საკითხის გადაწყვეტაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ქარელში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„სწორედ ასეთ ადამიანს ვუცხადებთ ჩვენ, „ქართული ოცნება“  და მე მჯერა, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი სრულ მხარდაჭერას და ასევე, მჯერა, რომ თქვენი ეს მხარდაჭერა იქნება ისეთივე სამაგალითო, როგორიც თქვენ ბევრჯერ გამოუცხადეთ „ქართულ ოცნებას“ . მე მჯერა, რომ ქარელი აირჩევს ქალბატონ სალომეს ჩვენს ღირსეულ პრეზიდენტად!“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი