logo_geo
მაია ცაბოშვილი: გთხოვთ, დაიმახსოვროთ რიცხვი 48 და შემოხაზოთ 28 ოქტომბერს!
- +

15 ოქტომბერი. 2018. 15:11

 

„სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან კარგი მეგობარი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე დედა. იგი არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია საკუთარი პრინციპები და არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ თქვენ მოგატყუოთ. ეს არის ის ღირებულებები, რომელიც მნიშვნელოვანია და რომლის გამოც მას ხმა უნდა მივცეთ“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა მაია ცაბოშვილმა დუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„ჩვენ უნდა მივცეთ მას იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში ცოტა განსხვავებული პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს. ქალბატონი სალომესთვის ეს თანამდებობა არ არის ხიბლი, არამედ, მას ნამდვილად უნდა თქვენთვის საქმის კეთება და ჩვენ ამის საშუალება უნდა მივცეთ. გთხოვთ, დაიმახსოვროთ რიცხვი 48 და შემოხაზოთ 28 ოქტომბერს!“ - განაცხადა ცაბოშვილმა.

 

 

big_banner
არქივი