logo_geo
ლაშა ცუცქირიძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ 10 ათასი ლარი შესწირა
- +

15 ოქტომბერი. 2018. 17:03

 

მიმდინარე წლის მაისი-ივნისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაშა ცუცქირიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველია. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ცუცქირიძემ 10 ოქტომბერს ოპოზიციურ პარტიას 10 ათასი ლარი ჩაურიცხა.

 

ცუცქირიძე საზოგადოებას საპროტესტო აქციაზე ნათქვამი „კაა“-თი დაამახსოვრდა.

 

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 10-11 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობას“ მთლიანობაში 32 289 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული, მათ შორის 5-5 ათასი ლარი ბექა ბასილაიასგან, გიორგი პატარაიასგან და მაია მუმლაძისგან.

 

ამის გარდა, 5000 ლარის შემოწირულობა უფიქსირდება პარტია „ევროპულ საქართველოს“, 1000 ლარის კი „ლეიბორისტულ პარტიას“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი