logo_geo
ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა
- +

16 ოქტომბერი. 2018. 17:29

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა. სხდომაზე სალომე სამადაშვილმა და ირაკლი აბესაძემ მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის მხრიდან რეაგირება და საკითხზე მსჯელობა მოითხოვეს.

 

ოპოზიციონერ დეპუტატებსა და უმრავლესობის წევრებს შორის მოთხოვნის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც მიმართეს.

 

„ფარცხალაძე მოიყვანეთ აქ, ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

 

სალომე სამადაშვილს უმრავლესობის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა მიმართა: „მაგარი უზრდელი ხარ“, ეკა ბესელიამ კი – „მიშას თოჯინა“. თავის მხრივ, სამადაშვილმა ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხალხი „ქართულ ოცნებას“ პარლამენტიდან კინწისკვრით გაყრის. აღნიშნულის შემდეგ, ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა და მანდატურის სამსახურს მისი საკომიტეტო დარბაზიდან გაყვანა დაავალა.

 

 

 

big_banner
არქივი