logo_geo
სალომე ზურაბიშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა
- +

17 ოქტომბერი. 2018. 14:39

 

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა.

 

„დღევანდელ შეხვედრაზე NATO-ს  საინფორმაციო ოფისის  ხელმძღვანელის მხრიდან იყო ინტერესი ჩემს ხედვებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები ახალი კონსტიტუციით დადგენილი უფლებების ფარგლებში. ხოლო, ჩემი მხრიდან იყო ინტერესი თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ  საინფორმაციო  კამპანია, ნატოს ქმედებები საქართველოში და ასევე  საუბარი იყო საქართველოს  წინსვლის შესახებ, რაც მიღწეულია სწორედ NATO-სთან თანამშრომლობით.  ჩვენი პერსპექტივის გაძლიერება NATO-ში და ევროკავშირში  გაწევრიანებისთვის იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობის ფორმა, როცა მე ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი