logo_geo
სოფო კილაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი კლავს, სურს, კვლავ განაგრძონ უბედურება
- +

19 ოქტომბერი. 2018. 15:11

 

„ხელისგულზე ჩანს აშკარა ნიშნები, რაც მთელ საზოგადოებას გვაფიქრებინებს, რომ მზადდებოდა სახელწიფო გადატრიალება“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ამაზე თვალნათლივ მიუთითებს ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერიაში შეიტანა განცხადება, რათა მომხდარიყო დაახლოებით 100 000-კაციანი აქციის სანქცირება.

 

„ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ნამდვილად ჰქონდათ განზრახვა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისა. ფიქრობდნენ, რომ ჩანაწერებით შეძლებდნენ, მთელი საზოგადოება აემხედრებინათ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ზოგადად მათი მიზანია, როგორც ვხედავთ 2012 წლიდან, ქვეყანაში დესტაბილიზაცია. ეს არის მათი სტილი. არაერთხელ გვინახავს ჩანაწერებიც, შანტაჟიც, მუქარაც და სწორედ ამას უთხრა მთელმა საზოგადოებამ უარი 2012 წელს. სამწუხაროდ, ისინი ოპოზიციიდანაც არ ისვენებენ, ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი კლავთ, რომ კვლავ განაგრძონ უბედურება, რასაც ხალხმა უარი უთხრა“, – განაცხადა დეპუტატმა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ დეტალურად იცის ყველა გეგმა, რომელიც დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოსამზადებლად იქმნებოდა, ასევე იცის, ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს. თუმცა, მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

 

 

 

big_banner
არქივი