logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: მე არ ვიქნები სასახლეში ჩაკეტილი, მოძრავი პრეზიდენტი ვიქნები
- +

21 ოქტომბერი. 2018. 16:07

 

 

„ვიქნები მოძრავი პრეზიდენტი, რომელიც ჩავა რეგიონებში, მოვა აქ“, - ეს დაპირება მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გლდანში, მოსახლეობას მისცა.

 

„ღია იქნება ადმინისტრაცია, ცხელი ხაზი ექნება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მე არ ვიქნები სასახლეში ჩაკეტილი. ვიქნები მოძრავი პრეზიდენტი, რომელიც ჩავა რეგიონებში, რომელიც აქაც მოვა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს გვქონდეს ის დიალოგი, რომელიც ძალიან დამჭირდება იმისთვის, რომ მთავრობასთან მივიტანო ის საჭირო მოთხოვნები, საინტერესო მოსაზრებები, რომელიც ყველას გაგვაჩნია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი