logo_geo
ელიზაბეთ რუდი: საქართველომ არჩევანი გააკეთა, რომ დასავლეთის სტრუქტურებს შეუერთდეს
- +

22 ოქტომბერი. 2018. 14:18

 

NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის“ გრანტის სახით გამოვყავით თანხები, რომ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და სარგებლის შესახებ, რასაც ქვეყანას დასავლური და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოუტანს“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

 

მისი თქმით, NATO-სთან ურთიერთობა საქართველოს ეხმარება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება გააძლიეროს.

 

„საქართველომ არჩევანი გააკეთა, რომ დასავლეთის სტრუქტურებს, ევროკავშირსა და NATO-ს შეუერთდეს. ეს საქართველოს გადაწყვეტილებაა და ამ გზას საქართველოსთვის ძალიან ბევრი სარგებელი აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების კუთხით. მაგალითად, საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და თავისუფალი სავიზო რეჟიმით სარგებლობს. გარდა ამისა, NATO-სთან ურთიერთობა საქართველოს ეხმარება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება გააძლიეროს, არის ერთობლივი წვრთნები, ასევე ხდება საქართველოს შეირაღებული ძალების თავსებადობის ხელშეწყობა და განვითარება. საქართველოს ეს არჩევანი ქვეყანას ხელს უწყობს, რომ უფრო ძლიერი და უფრო უსაფრთხო გახდეს. თუმცა, საქართველოში ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებლებმა საქართველოს ევროატლანტიკური სიკეთეების შესახებ არ იციან. ეს პროექტი სწორედ ინფორმაციის გავრცელებაში დაეხმარება. „NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის“ გრანტის სახით გამოვყავით თანხები, რომ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და სარგებლის შესახებ, რასაც ქვეყანას დასავლური და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოუტანს“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

 

NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

 

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მიმართავენ. პროექტს NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე წარადგენს. ღონისძიებას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

 

 

 

big_banner
არქივი