logo_geo
ბიძინა ივანიშვილი თოქ-შოუების წამყვანებს მასთან ინტერვიუზე იწვევს
- +

22 ოქტომბერი. 2018. 14:40

 

23 ოქტომბერს, 22.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული არხის, სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია „იმედიდან“, „პირისპირ“ - ირაკლი ჩიხლაძეს, „ტელეკომპანია რუსთავი 2“-დან „არჩევანი“ - გიორგი გაბუნიას და „ტვ პირველიდან“ - „რეაქცია“ - ინგა გრიგოლიას, იწვევს მასთან ინტერვიუზე. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს.

 

ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს.

 

ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი