logo_geo
დავით სერგეენკო: ჰააგის სასამართლო ყოველთვის განიხილავს მტკიცებულებას და არა ამონარიდებს ბელეტრისტიკიდან
- +

23 ოქტომბერი. 2018. 13:53

 

 

„ჰააგის სასამართლო ყოველთვის განიხილავს მტკიცებულებას და არა ამონარიდებს ბელეტრისტიკიდან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს უპასუხა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს. ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, უქმნის თუ არა მას უხერხულობას ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილის განცხადებებზე ახსნა-განმარტება უწევთ მთავრობის წევრებს, მინისტრი პასუხობს, რომ უხერხულობას ამ თემაზე გაუთავებელი კითხვები უქმნის.

 

„ჰააგის სასამართლო არის დედამიწაზე უმაღლესი ინსტიტუცია, რომელიც განიხილავს სამხედრო დანაშაულს. ასეთი კვალიფიკაციის სასამართლო ყოველთვის განიხილავს მტკიცებულებას და არა ამონარიდებს ბელეტრისტიკიდან ან სიტყვიერი გამონათქვამებიდან. რაც შეეხება 2008 წლის ომის შესახებ დოკუმენტებს, ძალიან სისტემური და დეტალური დოკუმენტაციაა შექმნილი. მე მჯერა, რომ სასამართლო იხელმძღვანელებს დოკუმენტებით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს.

 

 

big_banner
არქივი