logo_geo
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კიევში მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან
- +

14 იანვარი. 2017. 20:11


 

„ნაციონალური მოძრაობის" წევრები კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან. შეხვედრის ამსახველ ფოტოს პარტიის წევრები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. შეხვედრას თანაგუნდელებთან ერთად აზერ სულეიმანოვი ესწრება, რომლის გადაწყვეტილებამ საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" დაშლას გადაარჩინა.


შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობიდან „ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩნენ ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. უმცირესობიდან ყველა დანარჩენმა „ნაციონალური მოძრაობის" სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად პარტია დატოვა. ამ დრომდე უცნობი იყო დეპუტატ აზერ სულეიმანოვის პოზიცია, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის „ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება.


აზერ სულეიმანოვის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე პარტია „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი