logo_geo
ბიძინა ივანიშვილი ეკა კვესიტაძეს: სესიაშვილმა 100-ით ნული მოგიგოთ
- +

23 ოქტომბერი. 2018. 22:51

 

 

„როგორც წესი, თქვენი ტელევიზია არის სიცრუის ტელევიზია  და 99 % თქვენი ტელევიზიიდან მოდის სიცრუე. შესაბამისად, თქვენი დასმული კითხვები ჩემთვის აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს. თქვენი ფურცლები ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. თქვენი შეგროვილი, როგორც წესი, არის სიცრუის შემცველი. მე არ ვაპირებ თქვენი ფურცლების გაცნობას და მითუმეტეს მათზე რეაქციების გაკეთებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ეკა კვესიტაძეს მიმართა.

 

„ზოგადად, რაც შეეხება ფარცხალაძეს, მოკლე კონტექსტში გიპასუხებთ, რომ მასზე გამოძიება გრძელდება. ჩამოსულები არიან, როგორც ვიცი, დაქირავებული პროკურორებიც, რომ უფრო საფუძვლიანად გაეცეს ყველა კითხვას პასუხი.

 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთავრობის რამდენიმე წევრის სახლი გამოიტანეთ და აჩვენეთ მაყურებელს. სოციალურ ქსელებში იყო ამაზე ძალიან დიდი რეაქცია. არცერთისთვის არ გიკითხავთ საიდან აქვს, როგორ აქვს, მისი არის თუ არ არის. უამრავი გადაცდომები გქონდათ, რაც უკვე გამომჟღავნდა, რომ სხვის ნაკვეთებს მიაწერდით ვთქვათ პრემიერ-მინისტრს. არცერთი მათგანი შეკითხვაზე პასუხის გასაცემად არ მოგიწვევიათ. როდესაც თავად გააქტიურდნენ და მანანა კობახიძე დაგიკავშირდათ, იზორია დაგიკავშირდათ და მოითხოვა, რომ გამოსულიყო ტელევიზიით. ერთადერთი, ვინც რესპონდენტად აირჩიეთ, ეს იყო სესიაშვილი და ეს მოხდა გუშინ. სხვათაშორის, ვინც უყურა ამ გადაცემას, სესიაშვილმა 100-ით ნული მოგიგოთ. ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგცათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან მომზადებული და მობილიზებული იყავით. რაც პრემიერ-მინისტრზე გააკეთეთ, ეს იყო სირცხვილი, როდესაც 20 წლის წინ აშენებული სახლი აჩვენეთ და მეზობლის ნაკვეთიც გადაიღეთ ამ დროს. ეს არის თქვენი მუშაობის მანერა და თქვენ განსხვავებულ აზრს არ აჩვენებთ მაყურებელს. მაყურებლის დიდი ნაწილი თქვენ გყავთ მძევლად აყვანილი. ხართ დახურული ტელევიზია. აჩვენებთ სიცრუეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს სამი არხის - „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს აძლევს.

 

 

big_banner
არქივი