logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: არ ვაპირებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატობას და მგონი არც საჭიროებს
- +

23 ოქტომბერი. 2018. 23:26

 

 

„არ ვაპირებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატობას და მგონი არც საჭიროებს“, - აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფარცხალაძემ და მისმა ადვოკატმა ყველა კითხვას უპასუხეს. ივანიშვილი ჟურნალისტებს ურჩევს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, როგორც მოქალაქეებმა, პროკურატურას მიმართონ.

 

„ოთარ ფარცხალაძემ და მისმა ადვოკატმა, ქონებასთან დაკავშირებით, ყველა კითხვას გასცეს პასუხი და თუ რამ კითხვა დაგრჩათ, თქვენ, როგორც მოქალაქეს შეგიძლიათ პროკურატურას მიმართოთ. არ ვაპირებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატობას და მგონი არც საჭიროებს“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი