logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: რაც აუშენებია „ნაციონალურ მოძრაობას“, მარტო მე ვაშენებ დღეს იმდენს
- +

23 ოქტომბერი. 2018. 23:56

 

 

„თუ რამე კეთდებოდა და კეთდება, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, რეგიონში ვართ ლიდერები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი, რაც კეთდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო მოდელირებული ყველა ტელევიზია. საზოგადოებაც შესმული ჰყავდათ ამაზე, რომ საოცარი აღმშენებლობის პროცესი მიდიოდა. დავით აღმაშენებელსაც კი ედრებოდა მათი ლიდერი, ისე გავიდა ზონიდან. რაც აუშენებია „ნაციონალურ მოძრაობას“, მარტო მე ვაშენებ დღეს იმდენს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი