logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა!
- +

24 ოქტომბერი. 2018. 00:53

 

 

„სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუზე განაცხადა.

 

„მინდა ტელემაყურებელს შევახსენო, რა მოხდა 2008 წელს და როგორ ახერხებს დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ ჰყოფნით ცინიზმი, რომ ეს ყველაფერი კიდევ სხვას გადააბრალონ და საკუთარი დანაშაული არ გაიაზრონ. 2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მაშინდელი მთავრობა, სააკაშვილის მეთაურობით, ეს იყო სწორედ ღალატი ქვეყნისა და სამშობლოსი. მას შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა ქვეყნისთვის, მას შეეძლო არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება. 2008 წელს მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა, მაშინდელი ხელისუფლების. საქართველოს ტერიტორიების 20 % დღეს არის ოკუპირებული.

 

ქალბატონ სალომეს არაფერი უთქვამს ისეთი, რაც არ წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში.

 

თუ არა მაშინდელი ხელისუფლების წინდაუხედავი, ღალატობრივი ქმედება, რუსეთი ვერ მოახერხებდა და ვერ აიხდენდა მრავალსაუკუნოვან ოცნებას და ვერ დაიპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს.

 

სწორედ რომ სააკაშვილი და თქვენი მეუღლეც (ეკა კვესიტაძეს) შემოუძღვნენ რუსულ ჯარს საქართველოში. სააკაშვილმა თავისი გაუაზრებელი ქმედებით საშუალება მისცა რუსეთს, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 % იყოს ოკუპირებული.

 

მიტოვებული ცხედრები იყო და რომ არა პატრიარქი... ესენი ტაშ-ფანდურს მართავდნენ რუსთაველზე. მისი უწმინდესობა ჩაბრძანდა და მისი მეოხებით მოხდა გვამების გამოტანა.

 

ასევე ცოცხალი ჯარი მიატოვეს. ეს გააკეთეს მათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი