logo_geo
ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს
- +

24 ოქტომბერი. 2018. 19:08

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც 26 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, იწვევს საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს:

 

„მაესტრო“, „ობიექტივი“, „პალიტრა NEWS“, „კავკასია“, „იბერია TV“.

 

„ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედიასტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ შეფასებული იქნა როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა.

 

სწორედ ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე „რუსთავი2“-ს 26 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზეც იწვევს, რათა ამ ტელევიზიას  მიეცეს საშუალება, ნებისმიერ თემაზე დასვას კითხვები და შეასრულოს განსხვავებული აზრის საკუთარ მაყურებლამდე  მიტანის ვალდებულება.

 

ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უზრუნველყოფს და პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის.

 

შეხვედრა გაიმართება „ტექნო პარკში“.

 

მისამართი: ქ.თბილისი, ინოვაციების ქ.#7“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი