logo_geo
სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს: რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ? დავალაგებ და გეტყვით
- +

31 ოქტომბერი. 2018. 15:11

 

 

„რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ? დავალაგებ და გეტყვით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" ოფისთან განუცხადა.

 

ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს არ განუმარტა, თავადაც იღებს თუ არა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას და არც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

„რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ, დავალაგებ და გეტყვით, როცა გადავწყვეტ. ვერ გავჩერდები, ძალიან მეჩქარება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ამომრჩეველთან შეხვედრას, რაზეც კანდიდატმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთან „თავისი ახსნები" ექნება.

 

„ჩემს ამომრჩეველთან მექნება პირდაპირი ჩემი ახსნები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „გამარჯვება მეორე ტურში იქნება“.

 

 

big_banner
არქივი