logo_geo
ზურაბ ჯაფარიძე: კარგად ვიცნობ სააკაშვილს, უნდა მაქსიმალურად დაიძაბოს სიტუაცია ქვეყანაში!..
- +

31 ოქტომბერი. 2018. 23:35

 

 

„კარგად ვიცნობ მიშა სააკაშვილს, ვაშაძის გაპრეზიდენტებაზე მეტად უნდა, რომ ეს ერთი თვე, მეორე ტურამდე მაქსიმალურად დაიძაბოს სიტუაცია ქვეყანაში და აირიოს. მისი სურვილია, რომ მაქსიმალური ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში”, – ამ განცხადებას „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში აკეთებს. ამასთან, ჯაფარიძემ, მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მისი პირადი გადაწყვეტილება განმარტა და განაცხადა რომ ეს არ არის პარტია „გირჩის“ პოზიცია.

 

„მომავალში, როდესაც იქნება ასეთი საკითხი, სადაც პარტიული პოზიცია უნდა დააფიქსიროს „გირჩმა“, მე, ზურა ჯაფარიძე აღარ განვაცხადებ პირად პოზიციას, პოზიცია იქნება საერთო, რომელსაც „გირჩის“ ყველა წევრი მიიღებს. ვფიქრობ, ასე უფრო სწორი იქნება.

 

კარგად ვიცნობ მიშა სააკაშვილს, ვაშაძის გაპრეზიდენტებაზე მეტად უნდა, რომ ეს ერთი თვე, მეორე ტურამდე მაქსიმალურად დაიძაბოს სიტუაცია ქვეყანაში და აირიოს. მისი სურვილია, რომ მაქსიმალური ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ახლაც მგონია, რომ ასე უყურებს ამ რეალობას, ამაში დარწმუნებული ვარ. გაპრეზიდენტების მერე არამგონია, მალევე ჩამოვიდეს, ჯერ გარანტიები სჭირდება, რომ არ დაიჭერენ. 2019 წელს დაიწყებენ ბევრ საუბარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ მგონია, რომ ვერ გაიტანენ და მივალთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

 

 

big_banner
არქივი