logo_geo
კახა კალაძე: საქართველოში არჩევნების შედეგები არასდროს გაყალბდება!
- +

31 ოქტომბერი. 2018. 23:52

 

 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება” არის და იქნება გარანტი, რომ საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება. ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში დამკვიდრდა მაღალ პოლიტიკური სტანდარტი, რასაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და თითოეული მოქალაქე ნათლად ხედავს.

 

როგორც კახა კალაძე აცხადებს, ამ არჩევნებით ხალხმა ხელისუფლებას გაუგზავნა შეტყობინება, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია სწრაფად, ეფექტიანად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით, „რისი შეგრძნება გარკვეულწილად ყველას გვქონდა. სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლება, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან”, – აცხადებს კალაძე.

 

კახა კალაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის გზავნილი მიღებულია და მმართველი გუნდი მზად არის ქმედითი ნაბიჯებით უპასუხოს ამ გამოწვევას.

 

 

big_banner
არქივი