logo_geo
გიორგი გახარია: კანაფის კულტივაციის პროექტს უკან გავიწვევთ
- +

2 ნოემბერი. 2018. 13:34

 

 

მთავრობა კანაფის კულტივაციის კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის იყო რეგულირების ნაწილი, რომელიც ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ და უდიდესი შედეგი ექნება ამ კანონს როგორც უსაფრთხოების, ასევე მოხმარების რეგულირების ნაწილში. ვიმსჯელეთ ასევე კულტივაციის თემაზე სამედიცინო მიზნებისთვის.

 

რა თქმა უნდა, კონტექსტი არსებობს, ეს არის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც დაედო ამ საკანონმდებლო ინიციატივას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ დიდი ფაქტორია, ამ კანონის ირგვლივ მიიღწეს კონსენსუსი, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია და საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე პარტიაში იყო შეხვედრა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ეს კანონპროექტი გამოვიტანოთ.

 

ეს იყო პატრიარქის და საპატრიარქოს პოზიციაც და ჩვენ დავპირდით, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში ამ კანონპროექტს გამოიწვევს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი დახურულია“, – განაცხადა გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი