logo_geo
მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ თემურ ალასანიასთან ჩაწერილი ვიდეო ნამდვილია
- +

5 ნოემბერი. 2018. 11:19

 

მიხეილ სააკაშვილმა Facebook Live-ის დროს დაადასტურა, ვიდეოჩანაწერი, რომელიც უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელდა და რომელშიც ის ბიძამის თემურ ალასანიას საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ესაუბრება, ნამდვილია.

 

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ეს სატელეფონო ჩანაწერი ვარშავაში რუსებმა ჩაწერს, ტელეკომპანია „იმედმა“ კი გაავრცელა. თუმცა აღსანიშნავია, რომ აუდიოჩანაწერი თავდაპირველად უკრაინულ ვებგვერდზე zdes.com.ua-ზე გავრცელდა.

 

სააკაშვილი ირწმუნება, რომ ჩანაწერი ლიფტში გაკეთდა.

 

ჩანაწერში სააკაშვილი ალასანიასთან იუსტიციის ყოფილ მინისტრზე ზურაბ ადეიშვილის შესახებ საუბრობს.

 

ასევე 25 ოქტომბერს, ვებგვერდზე, რომელსაც უკრაინული დომენი აქვს, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „რედაქციას“ სანდო წყარომ მიაწოდა ოდესის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, „კაგებეს გადამდგარი გენერლის“ თემურ ალასანიას „სატელეფონო საუბრის“ ჩანაწერი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი