logo_geo
ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს 2 თებერვალს უყრის
- +

15 იანვარი. 2017. 22:26


 

 


ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს უყრის მიმდინარე წლის 2 თებერვალს. ამის შესახებ აღნიშნულია  ევროპარლამენტის თებერვლის თვის დღის წესრიგში.


მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო პროცედურები შეუფერხებლად, მაქსიმალურად ოპერატიულად მიმდინარეობს.


როგორც ცნობილია, 12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტში (LIBE) კენჭი ეყარა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს და დამტკიცდა შესაბამისი რეგულაციის საბოლოო ტექსტი.



 

big_banner
არქივი