logo_geo
„ნაციონალებმა“ ნემსაძეს ფედერაციის პრეზიდენტობაზე უარი ახლობლების დაპატიმრების მუქარით ათქმევინეს
- +

9 ნოემბერი. 2018. 01:50

 

 

პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს რომ პოლიტიკაში წასვლა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფეხბურთში განხორციელებული უსამართლობის გამო გადაწყვიტა.

 

მისი თქმით, პირველად ასეთ რამეს ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისას შეეხო, როცა ნემსაძეს პირდაპირ უთხრეს, რომ ახალკაცის თავმჯდომარეობა გადაწყდა და გამარჯვებულს უარი უნდა ეთქვა პრეზიდენტობაზე, მას ახლობელი ადამიანების ციხეში გაშვებით დაემუქრნენ.

 

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის 2007 წლის 13 მაისის არჩევნების დროს, გიორგი ნემსაძე ფედერაციის პრეზიდენტად არჩევიდან ერთ საათში თანამდებობიდან გადადგა. მაშინაც ბევრი ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზად პოლიტიკური წრეების ზეწოლას ასახელებდა.

 

 

 

big_banner
არქივი