logo_geo
ანა დოლიძემ განმარტა, რა პრობლემები შეიძლება შექმნას პრეზიდენტმა ახალი კონსტიტუციით
- +

9 ნოემბერი. 2018. 03:09

 

 

იუსტიციის საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ გადაცემაში „იმედი Live“ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლები განმარტა. მისი თქმით, პრეზიდენტს რეალური უფლებები რჩება საგარეო ურთიერთობების სფეროში. მას აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციებში, შეხვედრებში, გამოვიდეს სიტყვით გაეროში.

 

„პრეზიდენტს შეუძლია მოიზიდოს ამ ქვეყანაში მეტი ყურადღება, მათ შორის მეტი ინვესტიცია, რაც ჩვენ ჰაერივით გვჭირდება, ან კიდევ შეუძლია პირიქით, შეამციროს ყურადღება ქვეყნის მიმართ“, - განმარტავს დოლიძე. მისივე თქმით დეოკუპაციის პოლიტიკის მთავარი განმახორციელებელიც უნდა იყოს პრეზიდენტი.

 

რაც შეეხება ქვეყნის შიდა საკითხებს, ანა დოლიძის თქმით პრეზიდენტს ამ მხრივ პრობლემების შექმნა შეუძლია. მაგალითად, ის ცალსახად ვერ წყვეტს ელჩების დანიშვნას, ვინაიდან მას კანდიდატურა მთავრობამ უნდა წარუდგინოს, მაგრამ მას შეუძლია მათ დანიშვნას ხელი შეუშალოს. ასევე მნიშვნელოვანია ვეტო-ს საკითხი. მას ყველა მნიშვნელოვან რეფორმას შეუძლია დაადოს ვეტო. „ეს კი ნიშნავს ჯაყ-ჯაყს“, - ამბობს დოლიძე.

 

 

big_banner
არქივი