logo_geo
რიმა ბერაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: თქვენ არასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში
- +

13 ნოემბერი. 2018. 19:38

 

„ჩვენ ვხედავთ საკუთარ შეცდომებს, ვაღიარებთ მათ და ამით განვსხვავდებით თქვენგან. ხალხი შეცდომების გამოსწორების საშუალებას მოგვცემს და თქვენ აღარასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში,“ - ასე გამოეხმაურა საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ის, რომ მეორე ტური არის წინ, მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა.

 

რიმა ბერაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც პირველივე ტურში იღებდა ხოლმე იმ შედეგს, რომელიც აწყობდა. როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემს იმის საშუალებას, რომ კვლავ წაართვან ის, რასაც წლების განმავლობაში ართმევდნენ.

 

რიმა ბერაძემ ზაზა სარალიძის ოჯახსაც მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ შვილმოკლული მშობლის ტკივილს ყველა იზიარებს.

 

„თქვენ კი, რომლებიც აანონსებთ რევოლუციასა და დესტაბილიზაციას, გეკითხებით, 150 ბიჭი რომ მიწაში ჩააწვინეთ, რომელ დედას მიუსამძიმრეთ და რომელი ოჯახის წინაშე დახარეთ თავი?! ამიტომაა, რომ ხალხს არ უნდიხართ. საზოგადოების დაკვეთაა „არა ნაციონალურ მოძრაობას!“, რასაც მეორე ტურში იხილავთ კიდეც. აღარ გვინდა სიძულვილი, შური, სავსე ციხეები, ცოცხები და კაცთა კვლა“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი